ბაჩი და და დაჩი ძირკვაძეები, ერთი წელიც რომ არაა მათ შორის სხვაობა და ტყუპები გეგონება, ოზურგეთში, ნინოშვილის ქუჩაზე, დედასთან ერთად მიდიოდნენ. თან ცნობისმოყვარეობით აკვირდებოდნენ ირგვლივ ყველაფერს.
კითხვაზე, რა გქვიათ და სად მიდიხართ-თქო , პასუხი დედამ, თამო აბაშიძემ დაასწრო, „ნასაკირალში ვცხოვრობთ, ექიმთან გეგმიურ შემოწმებაზე მიმყავსო.“
_არ მინდა მე ექიმთან, არ მინდაა, ფეხბურთი მინდა, _ იყვირა უცებ დაჩიმ, ბაჩიმაც მხარი აუბა და საპირისპირო მიმართულებით წასვლა სცადეს.
დედას გულიანად გაეცინა: წამომცდა, არ მითქვამს, რომ ექიმთან მიმყავდა და ახლა ამათ პროტესტს ნაყინის დაპირებით თუ „მოვიგერიებო“.
ძმების ენა ხომ დედამ იცის – ორთავეს მიეფერა, ყურში რაღაც ჩასჩურჩულა ორივეს და გზას კვლავ შეხმატკბილებულად გაუყვნენ.
ავტორი