დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა, თუმცა ბიუჯეტის დასამტკიცებელ სხდომაში მონაწილეობა ოპოზიციამ “კოალიცია ცვლილებებისთვის” არ მიიღო.
“დღეს, 26 დეკემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა 2025 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
ჩვენ, საკრებულოს ოპოზიციამ – კოალიცია ცვლილებისთვის წევრებმა, პროტესტის ნიშნად არ დავესწარით სხდომას და არ მივიღეთ მონაწილეობა ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში.
ჩვენი გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტი ვერ ასახავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის რეალურ საჭიროებებს. იგი არ ითვალისწინებს იმ სოციალურ, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ გამოწვევებს, რომლებიც სასწრაფო ყურადღებასა და ეფექტიან გეგმას მოითხოვს”,_ წერს ბაჩო ახალაძე სოციალურ ქსელში.