„ქრონიკის“ ინფორმაციით, ბადრი ესებუა დაკავებულია. ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.
დამატებთი დეტალები ამჟამად ცნობილი არ არის.
2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა. მალე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
წყარო: imedinews