ბადრი ესებუას 20 დღით ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გადაიყვანენ. ბრალდებული გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და არც დანაშაულს აღიარებს.
ბადრი ესებუას ადვოკატის პოზიციით, პროკურატურის დასაბუთება საფუძველს მოკლებულია, რადგან სამედიცინო დოკუმენტაციით გამყარებული არ არის.
8 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ძებნილი ბადრი ესებუა ზუგდიდთან ახლოს სოფელ ჯიხაშკარში, ადგილობრივი მცხოვრების, ოჯახის ნათესავის ომიანე ჯიქიას სახლში აიყვანა.
საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.
ავტორი