ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატის განცხადებით, ესებუას მთავარი მოთხოვნა ძმის, ბიძინა ესებუას გათავისუფლებაა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ბადრი ესებუა საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.
ბიძინა ესებუას სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბიძინა ესებუა 2020 წლის 12 დეკემბერს იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების უკანონო ტარებისთვის დააკავეს.
შსს-ს მტკიცებას, რომ ის ძმას, ბადრის უნდა შეხვედროდა, ოჯახი უარყოფს.
ავტორი