“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბადრი შუბლაძე “ქართული ოცნების” ოფისის წინ მივიდა და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს უნდობლობა გამოუცხადა.
ის პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსაც დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ ივანიშვილმა რუსეთში ქონება ძარცვით მოიპოვა.
“სალომე ზურაბიშვილი არის ქვეყნის მოღალატე და საიდუმლოს გამცემი.
სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილმა მთელი ნაძარცვი ქონება, რომელსაც ახლა ერთგულად იცავს პოლიცია, იშოვა რუსეთში. რუსეთში ფულს ისე ვერ დააგროვებ, თუ “კაკებესთან” არ ხარ შეკრული”, _ განაცხადა შუბლაძემ.