,ქართული ოცნების“ ოფისთან ,, ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ბადრი შუბლაძე იმყოფებოდა.
როგორც შუბლაძემ ,,გურია ნიუსს“ განუცხადა, პროტესტის მთავარი მოტივი სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებელ კანდიდატად წარდგენა და ,, ქართული ოცნების“ მხარდაჭერაა.
,,ესენი არიან მავნებლები, სამშობლოს მოღალატეები, სალომე ზურაბიშვილმა ჩემს სამშობლოს ბრალი დასდო, წიგნადაც გამოუშვა, რომ ომი დაიწყო საქართველომ.
ასეთი ოდიოზური პიროვნების მოსვლა, როგორიც სალომე ზურაბიშვილია წარმოუდგენელია“, -განაცხადა შუბლაძემ.
“ქართული ოცნების“ ოფისის წინ შეკრებილი აქტივისტები უკვე დაიშალნენ.