კორონავიურისის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბაღდადში (ცხემლისხიდის თემი).
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში “გურია ნიუსს“ განუცხადეს, სოფელ ბაღდადში მცხოვრები ბათუმში არის დასაქმებული და ის არ განეკუთვნება ოზურგეთის კლასტერს.
“ერთი დღით ჩამოვიდა ოზურგეთში მამასთან ერთად და შემდეგ ისევ დაბრუნდა ბათუმში. სადაც აღმოაჩნდა კორონავირუსი. როგორც ჩვენთვის ცნობილია მამას კორონავირუსი არ აქვს. ეპიდემიოლოგები გასული ვიყავით სოფელ ბაღდადში და ყველა კონტაქტი მოკვლეულია. ორ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი ოზურგეთში და მათ უკვე ჩაუტარდათ ტესტირება. პასუხები დღის ბოლომდე იქნება ცნობილი”, _ გვითხრეს აღნიშნულ ცენტრში.
ამ დროისთვის ოზურგეთში კორონავირუსის 7 შემთხვევა ფიქსირდება. ერთის გარდა ყველა შემთხვევა ბათუმში გამართული ქორწილის კლასტერს უკავშირდება.