დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტში მიწისძვრა მოხდა, არ ადასტურებს.
„ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია არ ვიცით. ჩვენ არაფერი გაგვივრცელებია და არც მიწისძვრა მომხდარა. საიდან დაიწყო ეს პანიკა ვერ გეტყვით“, _ აცხადებენ ცენტრში.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაღდათში მიწისძვრა მოხდა.
„გურია ნიუსი“ ბაღდათის მუნიციაპლიტეტის გამგებელსაც დაუკავშირდა. არჩილ გოგსაძეც აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში მიწისძვრა არ მომხდარა.