საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის მიმდებარედ გამართული პატრიოტთა ალიანსის წევრებისა და მხარდაჭერების შეკრება, არ ყოფილა შეთანხმებული საპატრიარქოსთან.
„დღეს ჟურნალისტებისგან იყო შეკითხვები, ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრიოტთა ალიანსის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებასთან დაკავშირებით.
როგორც ეპარქიიდან შემატყობინეს, დღეის მდგომარეობით, აღნიშნული ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაშია და იქ სხვადასხვა დროს იმართება ღონისძიებები, რომელსაც არ უთანხმებენ ეპარქიას.
ცნობისათვის, ისტორიულად ეს მიწა ეკუთვნოდა ბაგრატის ტაძარს, თუმცა შემდგომში ტაძარს გადაეცა მხოლოდ ნაწილი ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიისა, ხოლო ეს ადგილი სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება“,_ წერს დეკანოზი.