“მზია ამაღლობელმა სილა გააწნა რეჟიმს”,_ ამის შესახებ განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის დაკავებულ მზია ამაღლობელზე საუბრისას.
“ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არანაირ შეცდომას არ ჰქონია ადგილი. მზია ამაღლობელმა სილა გააწნა რეჟიმს. რეჟიმს, რომელიც არის სასტიკი, რომელიც დგას ადამიანების სისხლზე, ძალადობაზე და ის იმსახურებს სილას, ის იმსახურებს გასამართლებას, ის იმსახურებს დამხობას და ცეცხლს. ოლიგარქია იმსახურებს ცეცხლს”, – განაცხადა ბაია პატარაიამ.

































































