უფლებადამცველი, ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურება.
„ბატიაშვილის გადადგომაზე გამახსენდა. ყველა, ვინც ოცნებაში მუშაობს, მუშაობს ნეხვის მწმენდავად და როგორც კი ამოიგანგლება, ცვლიან.
თავს ნუ გაიფუჭებთ, ადამიანებო! კარგ საქმეს თქვენ არ გაგაკეთებინებენ, დამოუკიდებლობას არ მოგცემენ, რომ თქვენი ჭკუისამებრ გაატაროთ რეფორმა. ნუ მოტყუვდებით, ნუ დათანხმდებით ბიძინას უნიტაზის ჩვრობას, გაუფრთხილდით თქვენ კარიერას და სახელს, მოვა დრო, როცა მართლა დასჭირდებით ამ ქვეყანას ხელისუფლების შიგნიდან, მანამდე კი იმუშავეთ ნეხვისგან შორს – კერძო და არასამთავრობო სექტორიდანაც შეიძლება საქმის კეთება ჯერჯერობით“,_ წერს სოციალურ ქსელში უფლებადამცველი.