ნიკა რურუას ძმის, გიორგი რურუას დაკავებას უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“იარაღის ჩადებების დრო დააბრუნეს. აი, საღოლ! გიორგი რურუა, რომელიც ყოველ დღე იდგა აქციაზე ცოლთან, მცირეწლოვან შვილთან და პირად დაცვასთან ერთად და ყოველ დღე ელოდა დაკავებას, თურმე უკანონოდ ატარებდა იარაღს. ვინ დაიჯერებს ამას? ის, ვისაც ძალიან უნდა ამის დაჯერება, მეტი არავინ.
ჩადებები არ გაგივათ!”,_ წერს პატარაია.