ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ NATO-ს ქვეყნებზე თავდასხმას პასუხი მოჰყვება.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ მე-5 მუხლის გათვალისწინებით, აშშ-ს ვალდებულება აქვს, NATO-ს თითოეული ქვეყნის ტერიტორია დაიცვას.
“არც კი იფიქრო NATO-ს ტერიტორიაზე ერთ სანტიმეტრით გადასვლა. ამერიკული ძალები ევროპაში წარმოდგენილია იმისთვის კი არა, რომ რუსეთთან ომში ჩაებან, არამედ იმისთვის, რომ დაიცვან NATO-ს მოკავშირეები”,_ განაცხადა ბაიდენმა.