აშშ–ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ამჟამად არ აქვს გეგმები, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დაუკავშირდეს, თუმცა მზად არის, ესაუბროს რუსეთის პრეზიდენტს, თუ ის გამოხატავს ინტერესს უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით.
თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან საუბრის შემდეგ აღნიშნა, რომ ამას მხოლოდ NATO-ს მოკავშირეებთან კონსულტაციის შემდეგ გააკეთებს.
“მე არ მაქვს ამჟამინდელი გეგმები, რომ დავუკავშირდე ბატონ პუტინს. მზად ვარ, ვისაუბრო პუტინთან, იმ შემთხვევაში, თუ ექნება ინტერესი, ეძებოს ომის დასრულების გზა. მას ეს ჯერ არ გაუკეთებია.
ამ ომის დასრულების ერთადერთი, რაციონალური გზა არსებობს – პუტინის მიერ უკრაინის დატოვება. როგორც ჩანს, ის ამის გაკეთებას არ აპირებს. ის დიდ საზღაურს იხდის ამის გამო“, – თქვა ჯო ბაიდენმა.
ბაიდენმა და მაკრონმა კიდევ ერთხელ გამოხატეს სოლიდარობა უკრაინის მიმართ, რუსეთის ომის წინააღდეგ და პირობა დადეს, რომ ერთად იმუშავებენ იმ ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად, რაც ომმა გამოიწვია.
ავტორი