usnews-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთი უნდა ამოღებულ იქნეს ოცეულის (G20) მთავარი ეკონომიკის ჯგუფიდან და ეს თემა ხუთშაბათს ბრიუსელში მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრის დროს წამოიჭრა.
”ჩემი პასუხი არის დიახ, ეს დამოკიდებულია G20-ზე”, – თქვა ბაიდენმა, როდესაც ჰკითხეს, უნდა მოიხსნას თუ არა რუსეთი ჯგუფიდან.
ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ თუ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ინდონეზია და სხვები, არ დათანხმდებიან რუსეთის ჩამოშორებას, მაშინ მისი აზრით, უკრაინას უნდა მიეცეს საშუალება დაესწროს შეხვედრებს.