აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დამატებით 1,8 მილიარდი დოლარის დახმარებას გამოაცხადებს უკრაინის უსაფრთხოებისთვის თეთრ სახლში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს.
აშშ–ს ოფიციალურმა პირმა CNN–ს განუცხადა, რომ დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს “პატრიოტის” სარაკეტო თავდაცვის სისტემებს, რაც მნიშვნელოვნი გაძლიერება იქნება.
ახალი განცხადება დაემატება უკრაინისთვის 20 მილიარდ აშშ დოლარის დახმარებას, რომელიც უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ უწევს.
უკრაინა დიდიხანია შეერთებულ შტატებს თხოვს გაუგზავნოს მოწინავე შორი დისტანციური საჰაერო თავდაცვის სისტემა , რომელიც ძალზე ეფექტურია ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტების წინააღმდეგ. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ეს ხელს შეუწყობს ნატოს ქვეყნების საჰაერო სივრცის დაცვას აღმოსავლეთ ევროპაში.
ავტორი