გაზის შემოყვანის საკითხი კვლავ აქტუალურ თემად რჩება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. წლებია სოფელში გაზის შეყვანას ითხოვს ბაილეთის მოსახლეობა.
დღეს, დილით, ამ მოთხოვნით, ბაილეთის მოსახლეობამ ხელისუფლების მიმართ პროტესტი კიდევ ერთხელ გამოხატა.
“უკვე მერამდენე არჩევნები მოდის, კვლავ დაპირბებით, იმედი კიდევ არ არის, ასე გვითხრეს, გაზი 2018 წლამდე არ იქნებაო“, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბრისას ბალეთის მკვიდრი მანანა ფუტკარაძე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ყაზაიშვილი აღნიშნავს, ბალეთის გაზიფიცირება 2018 წლისათვის გახორციელდება.
“ჩვენ შევხვდით ბაილეთის მოსახლეობას, სადაც გაზიფიცირების მოთხოვნით დღეს აქციაც გაიმართა. მათ, ოზურგეთი–ნინოშვილი–ლესას შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა გადაკეტეს. მოსახლეობას განვუმარტეთ, სოფლის გაზიფიცირების შესაძლო ვარიანტები, რომ ბალეთის გაზიფიცირება 2018 წლისათვის გახორციელდება“, _ აღნიშნავს ყაზაიშვილი.