ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთის ტყეში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ხანძრის გავრცელებას ხელი ძლიერმა ქარმაც შეუწყო.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის ინფორმაციით, ხანძარი დიდი მასშტაბზე არ წასულა:
_ რამდენიმე ხეა დამწვარი. სამაშველო და სახანძრო სამსახური ახლაც ადგილზე იმყოფება. მალე, სრულად მოხდება ხანძრის ჩაქრობა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მერაბ ჭანუყვაძემ.
ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.