საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ოზურგეთში მერობის კანდიდატების წარდგენისას გურიაში, მთის კურორტების შესახებ ისაუბრა:
_ გურიაში ბევრი სიმდიდრეა, ისეთი უნიკალური კურორტები, როგორიცაა ბახმარო და ურეკი, ბოლომდე უნდა ავითვისოთ. ბახმარო და ურეკი ხალხისთვის შემოსავლების წყაროდ ვაქციოთ.
ჩვენ დავამტკიცეთ ბახმაროს განაშენიანების და მიწათსარგებლობიბის გენერალური გეგმა. პირველად ისტორიაში ბახმარომ, როგორც ზამთრის კურორტმა, უმასპინძლა ტურისტებს.
ბახმაროში იგეგმება სასტუმროს აშენება, რაც ოთხჯერ გაზრდის ზამთრის სეზონზე ტურისტების შემოსვლას და დამსვენებლების რაოდენობას.
ასევე, უნიკალური თვისებებით გამოირჩევა კურორტი გომისმთა. აქ შენდება წყალმომარაგების სისტემა.როცა აქ იქნება წყალი და დაიგება გზა, ეს შექმნის პირობას დამსვენებლებისათვის და ტურისტებისთვის გახდება ასევე მიმზიდველი ადგილი, დარწმუნებული ვარ, გომისმთა მალე იქნება ერთ-ერთი საყვარელი და კომფორტული ადგილი, _ განაცხადა კვირიკავშილმა.