https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ბახმარო კურორტს აღარ ჰგავს _ ნაძვებზე მეტი სახლებია”

9:15; 1.10.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ბახმაროში უკანონო მშენებლობების საკითხი, წლებია, აქტუალური თემაა.

მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე ამბობდა, რომ მის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა უკანონო მშენებლობები შეაჩერა, მოქალაქეები სოციალურ ქსელში იმის შესახებ, რომ კურორტზე სახლები სოკოებივით ამოდის, დღესაც წერენ.

 “როცა დაიწყო ჩემი უფლებამოსილება _ 28-29 ოქტომბერს, მეორე დღესვე მე ავირჩიე ბახმარო ნომერ პირველ პრიორიტეტად ჩემს საქმეებში და დავიწყეთ ე. წ. უკანონო “კოლების” ანუ უკანონო ბოძების დანგრევა ტრაქტორით.

ზედამხედველობის სამსახურთან ერთად ავდიოდით და ვამოწმებდით რომელი მშენებლობა იყო კანონიერი, რომელი უკანონო და დავიწყეთ ამ ბოძების დანგრევა“, _ ამბობდა 2021 წელს შარაშიძე ჩვენთან საუბარში და აღნიშნავდა, რომ გადადგმულმა ნაბიჯმა უკანონო სახლების მშენებლობა შეაჩერა.

“ჩემი სახლი დაინგრა _ ნაძვი დაეცა… ვეუბნებოდით კურორტის ხელმძღვანელობას, რომ ხე ხმელი იყო და მიეხედათ. თუმცა, არავინ მიხედა. მერე როგორც ხდება, ისე დაშალეს _ არაფერი დარჩა. მიწა და სახლი კი გვაქვს გაფორმებული, მარა ახლა სახლის უკან იმხელა სახლი გააკეთა ვიღაცამ, ჩვენს ტერიტორიაზეა გადმოსული. გადათხარა ყველაფერი საინტერესოა, ვინ მისცა ნებართვა…”

“ბახმაროში მშენებლობის ქუჩაზე ვინმე ესაძემ დაირეგისტრირა ჩემი კუთვნილი მიწა, სადაც მედგა სახლი. მაქვს ამ სახლის ტექპასპორტი და მშენებლობის ნებართვა. სახლი დაინგრა ნაძვის დაცემისგან წლების წინ. ვინც გარეულია ამ საქმეში, დროულად მიიღეთ ზომები, სანამ აღმოჩნდებით ოთხ კედელში (იქნებ, უცხო არ იყოს თქვენთვის, მაგრამ ახლა უფრო ხანგრძლივი არ გამოდგეს)!!!”

“ვაიმეეეე, ხალხნო, რა ხდება ბახმაროში, რომ იცოდეთ??? სახლები სოკოებზე უფრო ადრე ამოდიან… შოკში ვარ, ისეთი რაღაცეები ხდება იქ… ზოგს ერთი კი არა, რამდენიმე სახლი აქვთ, მაგრამ სახლებს გააჩნია _ სასახლეები აქვთ წამოჭიმული… ბახმარო უკვე კურორტს აღარ ჰგავს _ ნაძვებზე მეტი სახლებია და ამას ყველაფერს პატრონი არა ჰყავს“, _ ამ და მსგავსი სახის არაერთ პოსტს შეხვდებით ფეისბუქჯგუფში “ბახმაროში სახლების გაქირავება-ყიდვა გაყიდვა”.

აღნიშნული პრობლემის შესახებ ცოტა ხნის წინ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმაც ისაუბრა:

“ბახმაროში ყოველდღე ახალი უკანონო მშენებლობა ჩნდება და ამ ყველაფრის უკან ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან, მათ შორის არის ჩოხატაურის მერიც“, _ განაცხადა მაშინ ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, უმძიმესი რეალობაა, უყურო როგორ ანადგურებენ ბახმაროს ვანდალურად.

“იჩეხება ტყეები, მიმდინარეობს უკანონო მშენებლობები, ყოველდღე რომ ამოვიდეს ადამიანი, ათობით დამატებით უკანონო მშენებლობები დახვდება, რაც, ცხადია, კატასტროფაა.

ამ უკანონო მშენებლობების უკან თანამდებობის პირები, მმართველ პარტიასთან დაახლოებული ადამიანები დგანან. ეს არის სისხლის სამართლის“, _ განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

უკანონო მშენებლობებისა და მიწების უკანონოდ მიტაცების პრობლემა ბახმაროში უკვე წლებია დგას და ამის შესახებ “გურია ნიუსი” პერმანენტულად წერს. ერთ-ერთი გახმაურებული სკანდალი ჯერ კიდევ 2010 წელს იყო, როდესაც ზაფხულში გარემოს დაცვის ინსპექციამ პატრულირებისას აღმოაჩინა, რომ მის საკონტროლო ტერიტორიაზე, ტყეში, სახლები იყო აშენებული. ჯერ კიდევ იმ პერიოდში პროკურატურისა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ამოღებული დოკუმენტაციიდან გაირკვა, რომ ამ საქმის ერთ-ერთი კვანძი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ ორგანოებში იმალებოდა…

ამ ხმაურიანი საქმიდან რამდენიმე წლის შემდეგ დაბა ბახმაროს ადმინისტრაცია და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური გაეხვა სკანდალში _ 2022 წელს საქართველოს პროკურატურამ დაბა ბახმაროში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის 1 საჯარო მოხელეს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის მიერ 2022 წლის 9 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წელს, ბრალდებულები საცხოვრებელი სახლის ყალბი ტექნიკური პასპორტის გამოყენებით და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტის მიერ არაჯეროვნად შედგენილი დათვალიერების ოქმის საფუძველზე, თაღლითურად დაეუფლნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, დაბა ბახმაროში მდებარე 95 000 ლარის ღირებულების სამ მიწის ნაკვეთს. შედეგად, სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა.

ოთხ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობა) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (ყალბი დოკუმენტის შეძენა–გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინათ, რაც სასჯელის ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საჯარო მოხელეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა აქტიურად აგრძელებს გამოძიებას როგორც დაბა ბახმაროში, ასევე დაბა გომისმთაში ანალოგიური დანაშაულის ჩამდენი პირების გამოვლენის და მხილების მიზნით. დაბა ბახმაროში და დაბა გომისმთაში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა უკვე დაწყებულია 35 პირის მიმართ და სახელმწიფოს დაახლოებით მილიონი ლარის ღირებულების უძრავი ქონება უკვე დაუბრუნდა“.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასაუბროდ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს და საკრებულოს ამჟამინდელ თავმჯდომარეს ირაკლი კუჭავას დავუკავშირდით. თუმცა, კუჭავამ გვითხრა, რომ აღნიშნულ საქმეზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

_ ბატონო ირაკლი, თქვენ იმ პერიოდში მუნიციპალიტეტის მერი იყავით. პროკურატურის განცხადებაში საუბარია მერიის ზედამხედველობის სამსახურის სუსტ და დარღვევით მუშაობაზე, თქვენ თუ გქონდათ ინფორმაცია ამის შესახებ?

_ არა, რა ინფორმაცია. ეს ისეთივე თემაა, იდენტობის შემოწმება, როგორიც არის ნებისმიერ სოფელში. მაშინ ბახმაროში წარმომადგენელი არ არსებობდა, ბახმაროს დაბის სტატუსი არ ჰქონდა და საქმის შესწავლა დაევალა ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ–ერთ თანამშრომელს. მას ედავებიან მოწმეების გამოკითხვას _ ორის ნაცვლად ერთი რატომ გამოიკითხა და ა. შ.

რასაც ედავებიან, არ არის დაკავშირებული უკანონო მიწებთან. უკანონო მიწებს რაც შეეხება, ასეთი 900-ზე მეტი შენობა არის დაფიქსირებული და იმიტომ იწოდება უკანონოდ, რომ მაშინდელმა მერიამ და ზედამხედველობის სამსახურმა ეს დააფიქსირა. უბრალოდ, ჩვენ არ გვეყო იმის რესურსი, რომ დემონტაჟი მოგვეხდინა, თორემ ჯარიმები დაწერილია. მაგასთან დაკავშირებით მე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ _ პროცესი მიდის სასამართლოში და დადგება შედეგი, _ ამბობს კუჭავა.

ბახმაროში სახელმწიფო კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე განჩინება ბათუმის სასამართლომ 2022 წლის 10 სექტემბერს მიიღო.

“გურია ნიუსს” ბათუმის სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ 5-ვე პირს გირაო შეეფარდა.

“ი. ე. _ 3 000 ლარი, ხ. კ. _ 5 000 ლარი, დ. ჟ. _ 2 000 ლარი, კ. მ. –_3 000 ლარი, ა. ლ. _ 2 000 ლარი. აქვე დავაზუსტებთ, რომ პროკურატურის მოთხოვნაც გირაოს შეფარდება იყო 5-ვე პირის მიმართ“, _ გვითხრეს ბათუმის სასამართლოში.

2022 წლის 13 ოქტომბერს პროკურატურამ კიდევ 1 განცხადება გაავრცელა:

“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წელს, ბრალდებულები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში მდებარე მიწის ნაკვეთებს, რითაც სახელმწიფოს 133 692 ლარის ქონებრივი ზიანი მიაყენეს.

სამივე ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მათ ჩამოერთვათ თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთები, რომელიც დაუბრუნდა სახელმწიფოს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა აქტიურად აგრძელებს გამოძიებას, როგორც დაბა გომისმთაში, ასევე დაბა ბახმაროში ანალოგიური დანაშაულის ჩამდენი პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.

დაბა გომისმთაში და დაბა ბახმაროში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია 38 პირის მიმართ და სახელმწიფოს 1 120 041 ლარის ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდა“, _ აცხადებდა პროკურატურა.

პროკურატურის გვერდზე აღნიშნულ საკითხზე ბოლოს ინფორმაცია 2023 წელს გავრცელდა, რომლის თანახმადაც დაბა გომისმთაში და დაბა ბახმაროში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია 63 პირის მიმართ და სახელმწიფოს 2 102 636 ლარის ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდა.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

ირაკლი კუჭავა
გაზიარება8Tweet5Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საქალაქთაშორისო მგზავრობა გაძვირდა – რა მიმართულებაზე და რამდენით მოიმატა ფასმა

21:15; 27 იანვარი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:04; 27 იანვარი, 2026
საზოგადოება

სად აშენდება ახალი საბავშვო ბაღები გურიისა და სხვა მუნიციპალიტეტებში

17:40; 27 იანვარი, 2026
საზოგადოება

საავტომობილო გზების განცხადება – სად რა სახის ტრანსპორტზეა დაწესებული შეზღუდვა

16:52; 27 იანვარი, 2026
საზოგადოება

“უკომენტაროდ”- რა ფოტო ვრცელდება გურიიდან

16:37; 27 იანვარი, 2026

ბიძინა ივანიშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

ყველა სიახლე

სამართალი

ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

9:32; 28.01.2026
სამართალი

პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

22:47; 27.01.2026
პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 59 პირი შეიწყალა

22:34; 27.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

22:30; 27.01.2026
საზოგადოება

საქალაქთაშორისო მგზავრობა გაძვირდა – რა მიმართულებაზე და რამდენით მოიმატა ფასმა

21:15; 27.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:04; 27.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს „მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების“ კურსი დაემატა

18:01; 27.01.2026
საზოგადოება

სად აშენდება ახალი საბავშვო ბაღები გურიისა და სხვა მუნიციპალიტეტებში

17:40; 27.01.2026
საზოგადოება

საავტომობილო გზების განცხადება – სად რა სახის ტრანსპორტზეა დაწესებული შეზღუდვა

16:52; 27.01.2026
საზოგადოება

“უკომენტაროდ”- რა ფოტო ვრცელდება გურიიდან

16:37; 27.01.2026
სპორტი

თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა

16:24; 27.01.2026
სპორტი

პიოტრ იანი: ჩემი შემდეგი ბრძოლა მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ შედგება

16:12; 27.01.2026
სამართალი

ქმარმა ცოლი მოკლა

16:05; 27.01.2026
სამართალი

და-ძმის ცხედრები იპოვეს

15:21; 27.01.2026
პოლიტიკა

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე აღსრულების პროგრესზე კრიტიკული ანგარიში წარუდგინეს

15:12; 27.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო