ამ წუთებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი საკრებულოს დეპუტატებს გასული წლის ანგარიშს აბარებს.
ირაკლი კუჭავამ ააიპ-ების ხარჯებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “გასულ წელს საფეხბურთო კლუბმა „ბახმარომ“ დაგეგმილზე მეტი დაფინანსება მიიღო, თუმცა ამან გაამართლა – წლევანდელი სეზონი კლუბმა დიდი წარმატებით დაიწყო და ის პირველ ადგილზეა”.
„_მინდა გითხრათ, რომ ეს ეკონომიკური თვალსაზრისითაც კარგია, რადგან იმ შემთხვევაში, თუკი გუნდი პირველ ლიგაში გადავა მომავალ წელს ფეხბურთის განვითარების ფონდიდან 250 000 ლარს მიიღებს და მას ჩვენი დახმარება არ დასჭირდება. ამის წინაპირობას კი მათი კარგი სტარტი და წაუგებელი თამაშები იძლევა და მინდა მოგიწოდოთ, რომ დღეს 16:00 საათზე დაესწროთ ჩვენი გუნდის თამაშს“, _ მიმართა ირაკლი კუჭავამ დეპუტატებს.