დღეს,30 მარტს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის რეგიონული ლიგის მესამე ტურის მატჩები გაიმართა.
გამორჩეული იყო შეხვედრა ოზურგეთში, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი “მერცხალი” და გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი “ლესიჭინე” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა _ 2:1.
მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ჩოხატაურშიც, „ბახმარომ“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა მეტოქე. ჩოხატაურელთა მხრიდან თავი გიგა კვერენჩხილაძემ (2) და შიო ბაბუნაშვილმა გამოიჩინეს.
ამ გამარჯვებით „ბახმარო“ სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. სამი თამაშიდან სამივე მოგებით მეორე ადგილზე კი ოზურგეთის მერცხალია.
მომდევნო მატჩს „ბახმარო“ რაჭაში გამართავს, სადაც უშეღავათო ბრძოლაა მოსალოდნელი.