“საფეხმავლო ხიდი არის, ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერს ვაკეთებთ. ბახმარო უყურადღებოდააო ვერავინ იტყვის. ჩვენმა გუნდმა შეძლო და უკანონო მშენებლობები შეაჩერა, ბახმაროს ისტორიაში პირველად შიდა გზებზე ბეტონის საფარით შევედით. ასევე, 2 წელია, ვახორციელებთ შიდა გზების რეაბილიტაციას. საზოგადოებას ვთხოვ, რომ გაგებით მოეკიდოს განვითარებულ მოვლენებს, სტიქიაა და ბუნების წინააღმდეგ ვერავინ წავა, გეთანხმებით ხიდის საჭიროებაში და ჩვენ შესაბამის სამინისტროებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე.”_ ამბობს ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ფეისბუქმომხმარებელმა ია გუგუნავამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ბახმაროში, მდინარე ბახვისწყალზე სამანქანო ხიდის აუცილებლობის შესახებ საუბრობს.