ჩოხატაურის “ბახმარომ” ზუგდიდის “ზუგდიდი” დაამარცხა.
გიგა კვერენჩხილაძის, ნიკა ჭკუასელის და ბიძინა ცინცაძის მიერ გატანილმა გოლებმა ჩოხატაურელთა გუნდს დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანა.
“ბახმაროელებმა” საკუთარი კარის კარგად დაცვაც მოახერხეს და თამაში საბოლოოდ 3:0 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის “ზუგდიდი” ამ გათამაშების ლიდერი იყო და ბახმაროს 12 ქულით უგებდა.
დღევანდელი თამაშით “ბახმარომ” 3 ქულა ჩაიწერა და მეოთხე ადგილზე იმყოფება.