ჩოხატაურის “ბახმარომ” საფეხბურთო კლუბი “ვარკეთილი” დაამარცხა.
მატჩი ჩოხატაურში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე შედგა.
“ბახმარომ” “ვარკეთილი ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
გოლები “ვარკეთილის” კარში 39-ე წუთზე ნოდარ მაჭავარიანმა, 48-ე წუთზე ალეკო სულამენიძემ, 61-ე და 70-ე წუთებზე კი ოთარ კვერნაძემ გაიტანეს. “ბახმაროს” კარში კი ერთადერთი გოლი გატანა “ვარკეთილიდან” პირველ ტაიმში, თამაშის 46-ე წუთზე გულვედ თომაშვილმა შეძლო.