წელს, ბახმაროს დოღში მონაწილეობა სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა მხედრებმა მიიღეს. მათგან ყველაზე უხუცესი 79 წლის ზაურ ტატიკოვი იყო, რომელიც შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად ფოთიდან ჩამოვიდა.
ტატიკოვს, რომელსაც არაერთი შეჯიბრი აქვს მოგებული, კომპანია “New Road”-მა 1000 ლარი გადასცა.
შეგახსენებთ, რომ I გარბენი (ადგილობრივი ჯიშის ცხენები გურიის თასი) 2400 მეტრს და 2 წრეს მოიცავდა, რომელშიც სოფელ სურების წარმომადგენელმა სოსო რამიშვილმა გაიმარჯვა და 1000 ლარი დაიმსახურა.
2 გარბენი შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს დაეთმო (2400 მეტრი) და გათამაშდა გმირების თასი, რომელშიც პირველობა ოზურგეთელმა გივი გიორგაძემ არავის დაუთმო და 1000 ლარიც დაიმსახურა.
3 გარბენი 2400 მეტრზე (ნახევრად წმინდა ჯიშის ცხენები), “ნაბეღლავის თასი და 1000 ლარი ზუგდიდელმა საბა ეხვარიამ მოიპოვა.
საბა ეხვარია, ასევე, მთავარი პრიზის _ “მარულას” მფლობელი გახდა და ჯილდოდ 2500 ლარი გადაეცა.
შტრადიციულ დოღი, ბახმაროში, მეორე წელია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით იმართება.