ბახმაროს განაშენიანების გეგმა იცვლება, მიმდებარედ დასახლებები შეიქმნება – ახალი განკარგულებას „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის განვითარებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ ხელი ოფიციალური ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 27 ნოემბერს მოაწერა.
“საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 36-ე მუხლის საფუძველზე, სსიპ — სივრცითი და ქალაქთმშეწებლობითი გაწვითარების სააგენტოს დაევალოს „ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშეწებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №589 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქთმშენებლობითი გეგმების განახლება და სათანადო პროექტის საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენა, ასევე მიმდეზარე ტერიტორიების შესწავლა/დაგეგმვა ახალი საკურორტო დასახლებების შესაქმწელად.
2. სახელმწიფო უწყებებს დაევალოთ, ხოლო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ეთხოვოს, სსიპ – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან კოორდინაციით, ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების ხელშეწყობა”,_ წერია მთავრობის 2025 წლის 27 ნოემბრის განკარგულებაში.





























































