ჩოხატაურის საფეხბურთო კლუბმა “ბახმარო”, მიდმინარე ჩემპიონატში მეორე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
ქუთაისის “ტორპედო 2“-თან, საკუთარ მოედანზე მოგებული თამაშის შემდეგ, დღეს, ჩოხატაურელთა გუნდმა აბაშის “ზანა” საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა.
პირველ ტაიმში “ბახმარო” ბუკა ცინცაძემ დააწინაურა, ხოლო მეორე ტაიმში “ზანას” კარი გაგა კვერენჩხილაძემ აიღო.
მეორე ლიგაში მოასპარეზე გუნდმა, მიმდინარე ჩემპიონატში სულ ორი მატჩი ითამაშა, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ორივე წარმატებით და 6 ქულაც ჩაიწერა.
“ბახმაროს” ფეხბურთელებს, ამ სეზონში, თემურ ლორია წვრთნის.