ჩოხატაურის “ბახმარომ, საკუთარ მოედანზე დუშეთის “არაგვი” 2:1 დაამარცხა.
ნიკა ჭკუასელის და ხვიჩა დიდიას მიერ გატანილმა გოლებმა მესამე ლიგაში მოთამაშე ჩოხატაურელთა გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
“ბახმარო” გათამაშების ცხრილში 69 ქულით მეორე ადგილს იკავებს.
ჩოხატაურელთა გუნდი, 8 ნოემბერს, მომდევნო თამაშს გურიაში _ ლანჩხუთის ცენტრალური სტადიონზე გამართავს, სადაც ლანჩხუთის “გურიას” დაუპირისპირდება, რომელიც მესამე ლიგაში მეოTხე ადგილს იკავებს.
აღსანიშნავია, რომ პირველ წრეზე “ბახმაროსა” და “გურიას” მატჩი ჩოხატაურში შედგა და “ბახმაროელთა” გამარჯვებით დასრულდა.