ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლების ცნობილი სიმღერის ინტერპრეტაცია აუცილებლად გაგამხიარულებთ.
„ბახმაროს მთებზე დაუთოვია” და ოზურგეთშიც ჩამოსულაო, _ დაამატა ოზურგეთის კოლორიტმა ტრისტან სიხარულიძემ სიმღერის დასრულების შემდეგ.
ვიდეოში არიან ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლები _ ტრისტან სიხარულიძე, მაია გელაშვილი, ავთანდილ სურგულაძე, ლაშა გოგოტიშვილი და ნუნუჩი თოიძე.
ვიდეოს სოციალურ ქსელში ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრი ავრცელებს.