დღეს, ჩოხატაურის ბორის პაიჭაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ფლეი ოფი გაიმართა, რომელშიც საფეხბურთო კლუბი “ბახმარო” ცხინვალის “სპარტაკს” დაუპირისპირდა.
თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მიუხედავად მონდომებისა, რაც მთელი თამაშის განმავლობაში იგრძნობოდა “ბახმაროელებმა” თამაშის მოგება ვერ შეძლეს და წლის ბოლო, მნიშვნელოვანი მატჩი “სპარტაკის” გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
გულშემატკივარმა, რომელთა რაოდენობა, შეიძლება ითქვას დღევანდელ თამაშზე რეკორდული იყო, მიუხედავად მარცხისა, “ბახმაროს” ფეხბურთელები ტაშით და შეძახილებით გააცილეს მოედნიდან.
_ “ბახმარომ” ღირსეულად ითამაშა. რომ არა მსაჯების არაობიექტურობა, ეს თამაში სხვანაირად დასრულდებოდა. სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ, მაგრამ “ბახმაროელებმა” თავი არ დაზოგეს და ამისთვის მადლობა გვინდა გადავუხადოთ, _ აღნიშნეს გულშემატკივრებმა.
ამავე თემაზე: დაპირისპირება ჩოხატაურის სტადიონზე _ გაბრაზებული გულშემატკივრების შეჩერება პოლიციას გაუჭირდა (ვიდეო)