დღეს ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით არაერთი სპორტული აქტივობა ჩატარდა.
როგორც “გურია ნიუსს” ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრში განუცხადეს:
I გარბენზე – „ნაბეღლავის თასი“ – გარბენის მანძილი 1 600 მეტრი, სადაც მონაწილეობის მიღება ნახევარსისხლიანი ჯიშის ცხენები შეეძლოთ ადგილები ასე გადანაწილდა:
1 -ლ ადგილზე გიორგი ცინცაძე (ჩოხატაური)
მე-2 ადგილი- ჯემალ გორგაძე (ხულო)
მე-3 ადგილი- ლიზი ხოფერია (ჩოხატაური)
II გარბენი – „გურიის თასი“ – მანძილი 2 400 მეტრი, სადაც ადგილობრივი ჯიშის ცხენები მონაწილეობდნენ,
1-ლი ადგილი – გიორგი ცინცაძე (ჩოხატაური)
მე-2 ადგილი – კონსტანტინე კვაჭანტირაძე (ჩოხატაური)
მე-3 ადგილი- ნიკა ფერაძე (ხარაგაული).
III გარბენი – „გმირების თასი“ – გარბენი 2 400 მეტრის დისტანციით, მონაწილეობის მიღება შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს შეეძლოთ:
1-ლი ადგილი – გიორგი კოწონაშვილი (ადიგენი)
მე-2 ადგილი -გიორგი ცინცაძე (ჩოხატაური)
მე-3 ადგილი – კუტალაძე ლუკა (ჩოხატაური)
როგორც უკვე ვწერდით, ბახმაროს თასი (მარულა) წელს ცხენოსანმა ხარაგაულიდან ნიკა ფერაძემ მოიპოვა, თასის შარშანდელი მფლობელი, ცხენოსანი ოზურგეთიდან თორნიკე თოდრია კი მეორე ადგილზე გავიდა. მესამე ადგილი ასევე ცხენოსანმა ოზურეთიდან, ლუკა მჟავანაძემ მოიპოვა.
რაც შეეხება სხვა შეჯიბრებებს, “ბახმაროს ფალავანს” ქართულ ჭიდაობაში პირველ ადგილზე – თამაზ ბედინაძე, (ბათუმი), ხოლო მეორე ადგილზე (დიმიტრი ტუღუში (ოზურგეთი)გავიდა,
მკლავჭიდში კი პირველი ადგილი ჯაბა ანთაძემ (ხულო) დაიკავა.


































































