კურორტ ბახმაროში, საუკუნეზე მეტია, ყოველი წლის 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულს სახალხო ზეიმით აღნიშნავენ.
ამავე დღეს, ტრადიციულად ტარდება დოღი, რომელიც წელს განსხვავებულად წარიმართება და საპრიზო ფონდიც, რომელიც “წყალი მარგებლის” მიერ არის დაწესებული განსხვავებული იქნება:
“ბახმაროს თასი 2018“ ღონისძიებისთვის კომპანია „წყალი მარგებელმა“, როგორც წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელმა კომპანიამ, სპეციალური საპრიზო ფონდი დააწესა. ამავე დროს, საინტერესო სანახაობა და სიურპრიზები ელოდებათ სტუმრებს, _ აღნიშნა კომპანია „წყალი მარგებლის“ მარკეტინგის მენეჯერმა, ანა ბერიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, “წყალი მარგებლის” და საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით დოღის ფარგლებში შედგება 4 გარბენი, რომლის მანძილი შეადგენს 1 300 მ, 2 000 მ, 2 000 მ და 3 900 მეტრს.
პირველ გარბენში, რომლის მანძილი 1 300 მეტრიa, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნაჯვარ სისხლიან/გაუმჯობესებულ ცხენებს _ გარბენის საპრიზო ფონდი შეადგენს 1 000 ლარს;
I ადგილი _ 500 ლარი; II ადგილი _ 300 ლარი; III ადგილი _ 200 ლარი;
მეორე გარბენი 2 000 მეტრის დისტანციით, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნახევარსისხლიან ცხენებს _ საპრიზო ფონდი 1800 ლარი.
I ადგილი _ 1 000 ლარი; II ადგილი _ 500 ლარი; III ადგილი _ 300 ლარი.
მესამე გარბენის მანძილი 2 000 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სოფლის ცხენებს _ საპრიზო ფონდი 1800 ლარი.
I ადგილი _ 1 000 ლარი; II ადგილი _ 500 ლარი; III ადგილი _ 300 ლარი.
მეოთხე გარბენში, მარულაში, რომლის მანძილი შეადგენს 3 900 მეტრს, მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს _ მარულას საპრიზო ფონდი შეადგენს 3 000 ლარს.
I ადგილი _ 1 500 ლარი; II ადგილი _ 1 000 ლარი; III ადგილი _ 500 ლარი.
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირმა უნდა გაიროს რეგისტრაცია 18 აგვისტოს 10:00 დან 22:00 საათამდე, რეგისტრაცია გაიმართება ბახმროში, ღონისძიებისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, სარეგისტრაციოდ მოწყობილ სახლში.
გთხოვთ, წარმოადგინოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და გამგეობიდან/მერიიდან ცნობა, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ დოღში მონაწილეობის მიღებას.
სს „წყალი მარგებელი“ გისურვებთ წარმატებას!