“ბახმაროს თასი 2019” ზუგიდელმა საბა ეხვაიამ მოიგო.
საბას, წყაროს წყალი “ბახმაროსა” და “ნაბეღლავის” მწარმოებელი კომპანია სს “წყალი მარგებელისაგან” 2500 ლარი, ხოლო კომპანია “გალფისაგან” კომპიუტერი გადაეცა.
რაც შეეხება სხვა გამარჯვებულებს _ I გარბენი (ადგილობრივი ჯიშის ცხენები გურიის თასი) 2400 მეტრს და 2 წრეს მოიცავდა, რომელშიც სოფელ სურების წარმომადგენელმა სოსო რამიშვილმა გაიმარჯვა და 1000 ლარი დაიმსახურა.
2 გარბენი შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს დაეთმო (2400 მეტრი) და გათამაშდა გმირების თასი, რომელშიც პირველობა ოზურგეთელმა გივი გიორგაძემ არავის დაუთმო და 1000 ლარიც დაიმსახურა.
3 გარბენი 2400 მეტრზე (ნახევრად წმინდა ჯიშის ცხენები), “ნაბეღლავის თასი და 1000 ლარი ზუგდიდელმა საბა ეხვარიამ მოიპოვა, რომელმაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთავარი პრიზი _ “მარულაც” მოიგო.
დოღის ყველაზე უხუცეს მონაწილეს, 79 წლის ზაურ ტატიკოვს 1000 ლარი კომპანია “New Road”-ისგან გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ ტრადიციულ დოღი, ბახმაროში, მეორე წელია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით იმართება.