დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული დოღი, ბახვის წყლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
საცხენოსნო ღონისძიებაში სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ცხენოსანი იღებდნენ მონაწილეობას.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება იუწყება, ბახმაროს დოღში საცხენოსნო სექციის სპორტსმენებმა თორნიკე თოდრიამ და ლუკა მჟავანაძემ მიიღეს მონაწილეობა და ყველაზე გრძელ დისტანციაზე 4800 მ ( მარულა) მეორე და მესამე ადგილები აიღეს. ( ცხენები : ელსა და ბაზალეთი).































































