დღეს ბახმაროში, დაახლოებით, 5 წლის გოგონას, მოზარდმა შემთხვევით ცხენით გადაუარა, ბავშვი გადაიყვანეს ჩოხატაურის საავადმყოფოში, იქნებ რაიმე სახის ინფორმაცია მოიპოვოთ ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ, _ წერილი “გურია ნიუსმა” ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე მიიღო.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა ჩოხატაურის მედალფას კლინიკის დირექტორს, ანტონ ხუნდაძეს, რომლის თქმითაც ბავშვი გადაიყვანეს ქუთაისის სპეციალიზირებულ კლინიკაში.
“ამ დილით ჩვენთან შემოიყვანეს ბავშვი, რომელსაც აღენიშნებოდა სახის ძვლების ტრავმა, ასევე, ტვინის შერყევა. ბავშვის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, მისი გადაყვანა ქუთაისის სპეციალიზირებულ კლინიკაში”, _ გვითხრა ანტონ ხუნდაძემ.