მიწისძვრები საქართველოში – დღეს გურიაში, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მიმდებარე სოფლებში ბიძგები 3-ჯერ დაფიქსირდა. რყევები 4.5, 4.2, და 3.6 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.
მოსახლეობას სახლებში შესვლის ეშინია. სეისმოლოგები მოსალოდნელ , განმეორებით ბიძგებზე საუბრობენ, თუმცა განმარტავენ,რომ მსგავსი რყევები საქართველოში აქამდეც ფიქსირდებოდა და არ არის მოსალოდნელი უფრო ძლიერი და საშიში მიწისძვრები.
“ბახმაროში დაიწყო მიწისძვრების რამდენიმე სერია. ძირითადად, ეს არის ოთხიანის რიგის მაგნიტუდის, თუმცა იყო მიმყოლი ბიძგები, მაგალითად, 2-იანი რიგის მაგნიტუდის. ეს არ არის გამორჩეული მოვლენა. საქართველოს არის სეისმურად აქტიური რეგიონი, საქართველოში ხდება მიწისძვრები, საქართველოში არის დამანგრეველი მიწისძვრების საფრთხე დამოუკიდებლად რა მიწისძვრა მოხდა თურქეთში ერთი კვირის წინ. გადაჭრის მოკლევადიანი გამოსავლები არ არსებობს. გადაჭრის გზა არის საკმაოდ გრძელვადიანი და პრინციპული, რადგან აქ საჭიროა, როგორც საკანონმდებლო ბაზის გამკაცრება, ისე აღსრულებაზე მკაცრი მონიტორინგი”, – თქვა ლაშა სუხიშვილმა.
წყარო: mtavari.tv