ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში უწყლობის შესახებ არაერთი დამსვენებელი გვწერს.
ერთ-ერთი კოტეჯის მეპატრონე “გურია ნიუსს“ დაუკავშირდა და შემდეგი სახის ინფორმაცია მოაწოდა:
„დავიღალეთ… ყოველდღე მირეკავენ ჩემი დამსვენებლები და მეუბნებიან, რომ წყალი არ მოდისო. რა ვუპასუხო… უნიკალური კურორტია ბახმარო და წყლის პრობლემა რატომ უნდა არსებობდეს?! არის უბნები, სადაც წყლის პრობლემა არ არის. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, გრაფიკის გარეშე წყლის მიწოდება ადამიანებისთვის. ორ ან სამ დღეში ერთხელ რომ გამოუშვებენ წყალს, ეს არის ნორმალური ქმედება?“
მისივე თქმით, ინგოროყვას ქუჩაზე ერთი ტონა წყალი 50 ღირს, ნახევარი ტონა კი 30 ლარი.
„გურია ნიუსის“ მოპოვებული ინფორმაციით, წყალს კერძო პირები ყიდიან.
[sexy_author_bio]