https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე – შემდეგი შეხვედრა აბუ-დაბიში გაიმართება, ველით, რომ ის მარტის დასაწყისში შედგება

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ბახმაროში განუკითხაობის საზღვრები კანონიერი საკუთრების სიღრმეში მიიწევს

6:09; 18.09.2019
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეს, გურიაში, ბახმაროსა და გომისმთაზე უკანონო მშენებლობები აღარავის უკვირს. ამ თემაზე გამუდმებულმა საუბარმა საპირისპირო შედეგიც გამოიღო და ყველანაირი ცინიზმის ზღვარიც კი გადალახა _ რაც უფრო მეტად ვწერთ, უფრო მატულობს განუკითხაობის პროცესი. უფრო მეტიც, არის ფაქტები, როცა უკანონო მშენებლობების გარდა, დაკანონებულ, ელექტრონულად რეესტრში დაფიქსირებულ ნაკვეთებშიც იჭრებიან და გაფრთხილების მიუხედავად, აშენებენ სხვადასხვა ტიპის ნაგებობებს.

ფაქტი, რომლის შესახებაც უნდა გიამბოთ, ბახმაროში, გურიის ქუჩაზე, 100 კვმ. მიწის ფართის მფლობელ თეიმურაზ სერგეევის კუთვნილ ნაკვეთზე შეჭრას ეხება.

თეიმურაზ სერგეევმა გურიის ქუჩაზე 100 კვმ. მიწის ფართი 2014 წელს შეიძინა. ადრინდელ მეპატრონეს, ფოთელ მერაბ კორტავას მიწის ნაკვეთი კანონიერ მფლობელობაში ჰქონდა, საჯარო რეესტრში ელექტრონულად გაფორმებული. სერგეევმაც მაშინვე საჯარო რეესტრს მიმართა და თავადაც კანონის სრული დაცვით გაიფორმა. როგორც თვითონ ამბობს, არც არასდროს წარმოედგინა, თუ ვინმე დაუკითხავად, დღისით, მზისით მის საკუთრებაში რაიმეს დადგამდა.

_ მშრომელი ადამიანი ვარ. საკუთარი გარჯით ნაგროვები თანხით შევიძინე ეს ფართი. მინდოდა, შვილებისთვის სამომავლოდ პატარა კოტეჯი დამედგა. აბა, ვისთვის და რისთვის ვწვალობთ ადამიანები, თუ არა შვილების მომავლისა და კეთილდღეობისთვის? ახლახან, 1 სექტემბერს, ჩემმა მეგობარმა, რომელიც ბახმაროში დასასვენებლად იმყოფებოდა, შემატყობინა, რომ ჩემს კუთვნილ ნაკვეთში ორმო ამოიღეს და რაღაცას დგამდნენ. სასწრაფოდ დავურეკე ბახმაროს დირექტორს დავით საჯაიას და ვთხოვე, ეს ფაქტი დაუყოვნებლივ აღეკვეთა. თუმცა, აღკვეთის ნაცვლად, შიგ სასწრაფოდ ჩაუდგამთ მრიცხველი და აი, დღეს აქ ამოვედით, რომ პოლიციას მივმართოთ, _ გვეუბნება საკუთარ მიწის ნაკვეთთან მდგომი თეიმურაზ სერგეევი.

მის საკუთრებაში, კერძო კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიასთან” შეთანხმებით მომუშავე შპს “აპექსმა”, რომელიც გამრიცხველიანებას ახდენს ბახმაროში, მრიცხველი დადგა.

_ ვერ დავიჯერე, სანამ ადგილზე არ მოვედი და ჩემი თვალით არ ვნახე. თან აქეთ მიმტკიცებენ, რომ ჩემი არ არის, მეკითხებიან, მაქვს თუ არა მესაკუთრის დამადასტურებელი სრული და ახალი სტანდარტით გაკეთებული დოკუმენტი. ეს ყველაფერი ხელთ მაქვს.

აქვე შევნიშნავთ, რომ იქ შემთხვევით მოსულმა, მეზობლად მდებარე კოტეჯის მეპატრონემ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ლია ჩიგოგიძემ, რატომღაც მტკიცებით ფორმაში დაუწყო საუბარი სერგეევს, რომ ეს საბუთები ფიქტიურია: “ასეთი ჩემ ქმარსაც აქვს, მაგრამ არ დაუმტკიცეს, ეს ფიქტიურია, ასე ვიცი…” _ ამბობდა ჩიგოგიძე, თუმცა, სერგეევის კუთვნილი, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ნამდვილია.

თეიმურაზ სერგეევმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა. პოლიციის წარმომადგენლებმა ყურადღებით მოუსმინეს სერგეევს, თავადაც სცადეს საჯაიასთან დაკავშირება და თქვეს, რომ ის ახლა ადგილზე არ იმყოფება.

_ საჯაია არ გვპასუხობს. როცა მრიცხველის დადგმამდე დავუკავშირდი და ვაცნობე ჩემამდე მოსული ინფორმაცია, რომ საკუთრებაში არსებულ მიწის ფართობზე ამოიღეს ორმო და ვითხოვე, არ დაეშვა ეს უკანონობა. თუმცა, საპირისპირო შედეგს აგერ ხედავთ. არც ახლა მპასუხობს, _ გვითხრა თეიმურაზ სერგეევმა, რომელმაც ჩვენ თვალწინ არა ერთხელ დაურეკა კურორტის დირექტორს, თუმცა, საჯაიამ არც მის, შემდეგ არც ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

_ რა დამოკიდებულებაა ეს? ადამიანის გაგიჟება სურს ვინმეს? მეც ხომ შემიძლია ახლა, თუ ვიკადრებ, მოვგლიჯო ამ ცხელ გულზე ეს მრიცხველი და ხრამში გადავუძახო? მაგრამ ადამიანი ვარ და კანონს ვცემ პატივს, წესიერად მინდა, სიმართლე გავარკვიო და ამ სიმართლის გარკვევისას, რიგით მოქალაქეს დირექტორმა არც ერთხელ არ უნდა მიპასუხოს? რატომ ვიწანწალო ახლა სასამართლოებში, როცა ამის არც სურვილი და არც დრო მაქვს?_ ამბობს სერგეევი.

ადგილზე მოსულმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მათ იციან გამრიცხველიანების პროცესის შესახებ, თუმცა, კონკრეტული მიწის ეს ფართი თუ სერგეევის საკუთრება იყო, არ იცოდნენ.

პატრულმა პოლიციელმა, ლევან ვარშალომიძემ სერგეევს აუხსნა, რომ მას უნდა დაეწერა განცხადება ჩოხატაურის პოლიციაში, მანამდე კი ადგილზე ახსნა-განმარტება, თუ რა მოხდა.

სერგეევთან ერთად დაკითხეს მისი მეგობარი გოგი გოგუაძე, რომელიც უშუალო თვითმხილველი გახდა, თუ როგორ ამოიღეს ორმო მრიცხველის დასადგმელად სერგეევის ნაკვეთზე:

_ როცა ამ ფაქტს შევესწარი, ყველას ვუთხარი, რომ ეს სხვისი საკუთრება იყო და შეჩერებულიყვნენ. ასევე, შევატყობინე თეიმურაზს. თუმცა, ჩვენი სწრაფი რეაგირების მიუხედავად, მეორე დღესვე ისე ჩადგეს მრიცხველი, თითქოს არც არაფერი გაეგონოთ, _ ამბობს გოგუაძე “გურია ნიუსთან”.

თემურ სერგეევი იქვე ტელეფონით ესაუბრა “ენერგო-პრო ჯორჯიას” წარმომადგენლებს. მათ თქვეს, რომ პასუხისმგებლები არ არიან მშენებლობის პროცესზე და ამ დროს წარმოქმნილ გაუგებრობებზე:

_ ჩვენ როცა ჩავიბარებთ ობიექტს, მხოლოდ ამის შემდეგ ვართ მასზე პასუხისმგებელი, _ თქვეს მათ ჩვენთან საუბარშიც.

ამჯერად სატელეფონო ზარზე არც “აპექსის” წარმომადგენლებმა გვიპასუხეს.

“გურია ნიუსი” შპს “კურორტ “ბახმაროს” დირექტორს დავით საჯაიას ესაუბრა, რომელმაც დაადასტურა, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ იცის.

_ ეს ადამიანი პოლიციაში და სადღაც სირბილს, მოსულიყო, ეთქვა _ ეს საქმე უფრო ადვილად მოგვარდებოდა. კერძო ლიცენზიანტს მისი ინტერესი ხომ არ აქვს? გამიჯნული არ არის დღესაც ეს ნაკვეთი. ქვებით მონიშნული რას ნიშნავს? ბახმაროში უამრავი ქვაა.

_ ბატონო დავით, ისინი ამბობენ, რომ არა ერთხელ დაგირეკეს, გთხოვეს და არ დაეხმარეთ. ჩვენ დღის განმავლობაში სერგეევთან ერთად ვცადეთ დაგკავშირებოდით, მაგრამ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეთ…

_ სულ ჩართულია ჩემი ტელეფონი. შეიძლება, ერთი საათით გასული ვიყავი ისეთ ადგილზე, სადაც არ იჭერს.

_ საღამომდე იქ ვიყავით და გირეკავდით. ზარი გამოდიოდა…

_ მეორე დღეს მოსულიყო. მოვიდეს. ჩემს კომპეტენციაში რაც შედის, ყველანაირად დავეხმარები. მაინცდამაინც პოლიციაში უნდა წავიდეო და… შეიძლება კორექტირება იქ, სამი-ოთხი მეტრით. სხვა შემთხვევებიც იყო ასეთი და გადასწიეს. საქმე იმაშია, რომ კაბელები უკვე ჩაყრილია.

_ სერგეევის მეგობარი გოგი გოგუაძეც ამბობს, რომ მრიცხველის დადგმამდე შეგატყობინათ თქვენც და “აპექსის” ხელმძღვანელებსაც, თუმცა, მრიცხველი მაინც ჩადგეს. ადგილზე პატრული გამოიძახეს და არც მაშინ უპასუხეთ. მეც იქ ვიყავი. სხვა გზა რომ არ დარჩათ, პოლიციას მიმართეს.

_ მოვიდეს ეს ადამიანი, გამიჯნოს ნაკვეთი. შეიძლება კორექტირება. მე დავეხმარები, სანამდეც ჩემი კომპეტენცია მაძლევს უფლებას. მე გუშინაც ვიყავი მაგ ადგილზე და გამიჯნული არ არის.

_ ანუ საქმის კურსში ხართ…

_ ყველაფერი ჩემზე არ არის დამოკიდებული. სხვა გზა რომ აერჩია, უფრო ადვილად მოგვარდებოდა. მე სულ აქ ვარ. ადგილები რომ არ აქვთ გამიჯნული, ამიტომ ზოგჯერ შეიძლება, დაემთხვეს და მოხდება კორექტირება, სამი-ოთხი მეტრის დაშორებით.

მე სამსახურებრივად ეს ნაკლებად მეხება, თუმცა, რაკი მოქალაქის კერძო საკუთრებაა და მისი ინტერესი ილახება, ყველაფერს გავაკეთებ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში. ამოვიდეს ეს ადამიანი, მნახოს და მოვახდინოთ გამიჯვნა. მე სულ აქ ვარ, _ გვითხრა საჯაიამ.

დღეისთვის თეიმურაზ სერგეევს პოლიციაში აქვს განცხადება შეტანილი. “გურია ნიუსი” თვალს მიადევნებს, როგორ დასრულდება აღნიშნული პროცესი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"გასწორხაზოვნებით, მდინარე არა და, მე კი გამასწორეს მიწასთან!"

რუსთავში 18 წლის გოგონა ცხვირის ოპერაციამდე, ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა (ვიდეო)

ყველა სიახლე

სამართალი

პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 10 პირი დააკავეს – დახურულია 10 ობიექტი

14:20; 27.02.2026
საზოგადოება

მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოში 1 მარტიდან ამოქმედდება _ დეტალები

13:22; 27.02.2026
საზოგადოება

წვიმა, ქარი და თოვა: ამინდი მკვეთრად გაუარესდება

13:14; 27.02.2026
საზოგადოება

ცვლილებაა – უმაღლესებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა და პროგრამების ჩამონათვალი განახლდა

12:51; 27.02.2026
საზოგადოება

როდის დასრულდება ლაშეს უბანში ხიდის მშენებლობა

12:44; 27.02.2026
ფინანსები

რომან გოცირიძე: “იმედს” მხოლოდ შავი ფულის ბანკის შექმნა შეუძლია”

12:34; 27.02.2026
პოლიტიკა

“მზად ვარ, პირდაპირ ეთერში მოვყვე” – გია ხუხაშვილი

12:33; 27.02.2026
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: “ხინკალიც ჭამეს, ხაჭაპურიც… შეიძლება ქართველ ხალხს უთხრან, ვიზა გინდა თუ თავისუფლებაო?!”

12:28; 27.02.2026
სამართალი

“ერთი საათი _ 120 ლარი” _ შსს ვიდეოკადრებს ავრცელებს

11:52; 27.02.2026
სამართალი

თბილისში კაცმა დედა დაჭრა

11:40; 27.02.2026
საზოგადოება

რა ვითარებაა გზებზე – საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

11:28; 27.02.2026
საზოგადოება

ტელეკომპანია „იმედი“ საკუთარ ბანკს – „იმედის ბანკს“ ქმნის

11:15; 27.02.2026
ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
ფეისბუქსტატუსები

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026
ფეისბუქსტატუსები

“მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

10:10; 27.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო