ბახმაროში ისევ გათოვდა. ფოტოს სოციაალურ ქსელში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დაბა ბახმაროში რომან კალანდაძე ავრცელებს. როგორც კალანდაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, ჯერჯერობოთ, ბახმოროს გზა გახსნილი არაა.
“გზა ლაᲨეს ღელემდე გახსნილია . იმის იქით თოვლის საფარი დიდია და ორᲨაბათიდან დავიწყებთ გაწმენდას. ალბათ თვის ბოლომდე გაიხსნება გზა.
რომან კალანდაძის თქმით, ამ დროისთვის ბახმაროᲨი მხოლოდ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, იქ დასაქმებული პირები და რამდენიმე ადგილობრივი არიან.
“ამ დროს ადგილზე ვიმყოფებით მხოლოდ ადმინისტრაციის წარმომადგენლები და დაცვის სამსახური. ასევე, 10-მდე ადგილობრივი, რომლებიც თავიანთი სახლების დასახედად ამოვიდნენ”, _ გვითხრა რომან კალანდაძემ.