ბახმაროში, 22 ივლისიდან ყოველდღიურად ჩატარდება ტესტირება ნებისმიერი მსურველი პირისათვის. ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ნატო ჯიბუტი ავრცელებს.
„ბახმაროში, 22 ივლისიდან ყოველდღიურად ჩატარდება ტესტირება ნებისმიერი მსურველი პირისათვის ანტიგენის ტესტებით 11 საათიდან 16 საათამდე, სამუშაო დღეებში (შაბათ -კვირის გარდა) ბახმაროს ამბულატორიის შენობაში (მოედანზე) შეგიძლიათ მობრძანდეთ“,_ წერს ჯიბუტი.
ცნობისთვის, ამ დროისთვის ბახმაროში კორონავირუსის 4 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულებიდან 2 ერთი ოჯახის წევრები არიან და გამოჯანმრთელების გზას ადგანან. რაც შეეხება ინფიცირების 2 შემთხვევას, ვირუსი ბახმაროში დასასვენებლად ჩასულ თბილისის მცხოვრებლებს დაუდასტურდათ. ისინი ამ დროისთვის კურორტზე არ იმყოფებიან. როგორც ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, ინფიცირებული დამსვენებლები კურორტის ზონაში არც კი შესულან.