ბახმაროში სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ 67 წლის ქალბატონს გაჩერებული გული აუმუშავა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ გაავრცელა.
„გიორგი გაბედავა: “გამოძახებაზე მისვლის დროს ქალბატონმა გვითხრა, რომ დაახლოებით 8 საათი ტკიოდა გული. იმწამსვე გადავწყვიტეთ, რომ კლინიკაში გადაგვეყვანა. გზაში გული გაუჩერდა, სუნთქვაც შეწყვიტა… დაუყოვნებლივ დავიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია. გაუჩერებლად ვატარებდით მანიპულაციებს და ბოლოს, ქალბატონის გულისცემა აღდგა, სუნთქვაც დაიწყო… ეს ჩემთვის უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ადამიანს გული ავუმუშავეთ.”
#გვეამაყება ჩვენი ეკიპაჟის წევრები – გიორგი გაბედავა, შორენა ლაბაძე და ნუგზარ ბენდელიანი, რომლებმაც კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. გილოცავთ წარმატებულ სამედიცინო მანიპულაციას და მადლობას გიხდით პროფესიონალიზმისთვის!“_ წერს თალაკვაძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში.































































