ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროში ტრადიციული დოღისთვის აქტიური სამზადისია. „ბახმაროს თასი 2018“-ის საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ცხენოსნები იბრძოლებენ. ღონისძიების ორგანიზატორები წყაროს წყალი “ბახმარო” და “ნაბეღლავის” მწარმოებელი “წყალი მარგებელია“. დოღის გამართვაში მონაწილეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.
საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ღონისძიების ფარგლებში 4 გარბენი მოეწყობა.
გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.
ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი.