ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე მეწყერი ჩამოწვა, _ ამის შესახებ გურია ნიუსს ა(ა)იპ კურორტ ბახმაროს დირექტორი დავით საჯაია ესაუბრა. საჯაიას თქმით, ამ ეტაპისთვის ადგილზე მუშაობს ტექნიკა.
“ამ დროისთვის აღარ თოვს. მზიანი ამინდია, მაგრამ მეწყერი ჩამოწვა ბახმაროს ამოსასვლელში. დაწყებულია გზის გამწმენდი სამუშაოები”, _ გვითხრა დავით საჯაიამ.