საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა.
როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ევროპარლამენტარებისთვის გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტება მიუღებელია.
„ევროპარლამენტარებმა, საქართველოს გულშემატკივრებმა და ჩვენმა ნამდვილმა მეგობრებმა გაგვაფრთხილეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე საბჭოთა დიპლომატის არჩევა მიუღებელია. რა თქმა უნდა, მე მწამს ქართველი ხალხის და დარწმუნებული ვარ, არ იქნება დაშვებული პრეზიდენტად საბჭოთა დიპლომატის არჩევა“, _აღნიშნა ბახტაძემ.