საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ თანამდებობას ტოვებს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ბახტაძე აღნიშნავს, რომ ის “ქართული ოცნების” ჯარისკაცად რჩება.
„ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. მე ვიყავი და ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს“_ აღნიშნულია ბახტაძის განცხადებაში, რომელშიც მისი პრემიერობის დროს გახორციელებულ პროექტზებზეცაა საუბარი.
მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრად პარლამენტმა 2018 წლის 20 ივნისს დაამტკიცა.
2017 წლის 13 ნოემბრიდან 2018 წლის 20 ივნისამდე კი მამუკა ბახტაძე საქართველოს ფინანსთა მინისტრი იყო. მინისტრად დანიშვნამდე კი, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.