ზამთრის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი (EYOF) ბაკურიანი 2025 ოფიციალურად დაიხურა.
ცერემონიაზე ნოდარ კუმარიტაშვილის სახელობის პრემია “ბაკურიანი 2025”-ზე საუკეთესოდ მოასპარეზე ქალ და მამაკაც სპორტსმენებს გადასცეს.
ქალი სპორტსმენებიდან პრემიის ლაურეატი მიქაელა სტრაკოვა (სლოვაკეთი) გახდა, ხოლო კაცებიდან დანიელ პედრანზინი (იტალია).
ბიატლეტმა სტრაკოვამ ოქრო მოიპოვა გოგონებში 6 კმ სპრინტში და 10 კმ ინდივიდუალურ შეჯიბრებებში, ხოლო პედრანზინმა ოთხი ოქროს მედალი მოიპოვა, რომელმაც მოიგო ვაჟთა 10 კმ თავისუფალი, 7,5 კმ კლასიკური, სპრინტი თავისუფალი და 4×5 კმ შერეული ესტაფეტა.
„ბოლო შვიდი დღის განმავლობაში, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გამოგვეცადა შესანიშნავი ზამთრის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ყველა ასპექტში. გამოჩენილი ორგანიზაციიდან დაწყებული მოხალისეების სითბოთი და ჩვენი სპორტსმენების ენთუზიაზმით დამთავრებული, საქართველოში ყოფნა ნამდვილად სასიამოვნო იყო.
ახალგაზრდა სპორტსმენების თამაში გამორჩეული იყო. ეჭვი არ მეპარება, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშების მომავალი ვარსკვლავების მოწმენი გავხდით ბაკურიანში, თბილისში და ბათუმში.
საქართველომ დაამტკიცა, რომ ზამთრის სპორტის განსაკუთრებული მასპინძელია და EOC-ს გაუმართლა, რომ ჰყავდა ისინი ამ ფესტივალის პარტნიორებად. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება განსაკუთრებული კვირა ბაკურიანში”,_ განაცხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის (EOC) პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა.





































































