ბალაკანის რეგიონში არქეოლოგებმა მე-5 მე-9 საუკუნეებით დათარიღებული 12 მეტრისა და 70 სანტიმეტრის სიგრძის უძველესი სამრეკლო აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას AZERNEWS ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამრეკლო ANAS არქეოლოგიური ექსპედიციისას აღმოაჩინეს, რომელიც კავკასიაში ქრისტიანულ ძეგლებს ეხებოდა.
როგორც ცნობილია, აღმოჩენილი სამრეკლოს შიდა კვლევები, გარე არქიტექტურული თვისებების იდენტიფიცირების შემდეგ დაიწყება.