თურქმა ფეხბურთელმა 5 წლის შვილის მკვლელობა აღიარა.
როგორც გამოცემა Daily Sabah იუწყება, „ბურსა ილდირიმსპორის“ ფეხბურთელმა ჯევჰერ თოქთაში და მისი შვილი კორონავირუსის სიმპტომებით 23 აპრილს საავადმყოფოში შეიყვანეს.
მოგვიანებით, თოქთაშმა ექიმებს დაუძახა და უთხრა, რომ ბავშვი მძიმედ სუნთქავდა. ექიმებმა ბიჭი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, მაგრამ 2 საათში გარდაიცვალა.
როგორც თოქთაში პოლიციასთან საუბრისას ამბობს, როცა შვილთან ერთად ოთახში მარტო იყო, ბალიშით გაგუდა.
„ბალიში დავაფარე და 15 წუთის განმავლობაში მეჭირა. ის ამ დროის განმავლობაში იბრძოდა, მაგრამ არ ავწიე ბალიში სანამ მოძრაობა არ შეწყვიტა. შემდეგ კი ექიმებს დავუძახე ეჭვების გასაფანტად“,_ ამბობს ფეხბურთელი.
დანაშაულის მოტივის შესახებ დასმულ კითხვაზე, მან უპასუხა, რომ უბრალოდ შვილი არ უყვარდა.
„დაბადებიდან არ მიყვარდა ჩემი უმცროსი ვაჟი. არ ვიცი რატომ. ერთადერთი მიზეზი რას გამოც მოვკალი, ისაა რომ არ მომწნდა. არანაირი მენტალური პრობლემა არ მაქვს“,_ თქვა მან.
აღიარების შემდეგ ის დააკავეს ახლო ნათესავი მკვლელობის ბრალდებით. ხელისუფლებამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება ბიჭის ცხედრის ეგზჰუმაციის და გაკვეთის.